მანქანების გაქირავება თბილისში - რატომ არის ჩვენი კომპანია საუკეთესო
ENG >
GEO >
RUS
(+995) 571 44 66 44
ორშ-კვი, 09:00 - 18:00

რატომ gss

მთავარი
> რატომ GSS
GSS Car Rental ოფისი შიგნიდან
ჩვენ გთავაზობთ ავტომობილების გაქირავების სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით. სატრანსპორტო საშუალებების მიღება და ჩაბარება შესაძლებელია, როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის სხვა ქალაქებში. ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტული ავტომობილებით მომსახურებას და გარდა მძღოლის გარეშე ავტომობილის გაქირავებისა, დამატებით გთავაზობთ მძღოლით მომსახურების სერვისს თქვენი სტუმრებისათვის და დელეგაციებისათვის, როგორც მიკროავტობუსებით, ასევე ბიზნეს კლასის სედანებით.

ავტომობილების ფართო არჩევანი


ჩვენთან გემოვნებისა და მოთხოვნის შესაბამისად იოლად შეარჩევთ სასურველ ავტომობილს. დაწყებული პრემიუმ კლასის მაღალი გამავლობის ავტომობილებით, რომელთათვისაც სირთულეს არ წარმოადგენს უხეშ სამთო გზებზე გადაადგილება, დასრულებული მცირე ეკონომ კლასის მოდელებით, რომლებიც საუკეთესო არჩევანია ქალაქის პირობებში გადასაადგილებლად, ჩვენ აგრეთვე გთავაზობთ კომფორტულ მიკროავტობუსებს რომლებიც იდეალურია ჯგუფების გადასაყვანად.

ხელმისაწვდომი ფასები


გაქირავების ტარიფები წარმოადგენს კომფორტული ავტომობილის და საუკეთესო სერვისის ერთობლიობას. გრძელვადიანი თანამშრომლობის შემთხვევაში მომსახურების ფასი დადგინდება ინდივიდუალურად.

გამჭვირვალე ანგარიშსწორება


ავტომობილის იჯარის საფასურში შედის დაზღვევა, ულიმიტო გარბენი, 24/7 ქოლცენტრი და ტექ. დახმარება. თქვენ არ მოგიწევთ რაიმე ზედმეტის გადახდა, გარდა იჯარის საფასურისა. დაწვრილებით პირობების გაცნობა შესაძლებელია როგორც ჩვენი ვებგვერდის საშუალებით აგრეთვე ადგილზე ხელშეკრულების გაფორმებისას ოფისში.

მარტივი დაჯავშნის სისტემა


აირჩიეთ თქვენთვის სასურველი პერიოდი, შეარჩიეთ ავტომობილი, მიუთითეთ თუ გსურთ დამატებით აქსესუარები, შეავსეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და დაელოდეთ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე, ჩვენი წარმომადგენელი უმოკლეს პერიოდში დაგიდასტურებთ ჯავშანს.

ტექნიკურად გამართული ავტომობილები


თითოეული გაქირავებული ავტომობილი დაბრუნებისთანავე გადის შემოწმებას ჩვენივე კომპანიის მფლობელობაში არსებულ ავტოსერვისში, რათა გამოირიცხოს გაუმართავი ავტომობილის შემდეგ კლიენტზე გადაცემა. კომპანიის ავტოპარკის განახლება ხდება ყოველწლიურად.

დამატებითი აქსესუარები


GPS ნავიგატორი, WiFi მოწყობილობა, ტელეფონის დამტენი, ბავშვის სკამი, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები, სახურავის დამატებითი საბარგული და რუქები ხელმისაწვდომია ჩვენთან ოფისში, რომლებიც თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში დაგხვდებათ ავტომობილში.
ჩვენი კლიენტების უმრავლესობა არიან რეგულარული მომხმარებელი და მათი რეფერალები, რაც თავისთავად არის ნამდვილი დადასტურება ჩვენი სერვისის მაღალი ხარისხის!
GSS გთავაზობთ სრულად დაზღვეული ავტომობილების დაქირავებას თბილისში, ბათუმში და ქუთაისში